Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის    11 სექტემბრის   №135/ნ  ბრძანებით   დამტკიცებული  საჯარო   სამართლის იურიდიული პირის – ივანე    ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის  შექმნისა  და  ადმინისტრირების  წესისა  და  პირობების“  მე-7 მუხლის  მე-2 პუნქტის საფუძველზე,


ვბრძანებ:

1. შევიდეს   ცვლილება ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ” რექტორის 2025 წლის 31 ივლისის  N 160/01-01   მე- 3 პუნქტის ზ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ ზ)  გასაუბრება/გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების დოქტორანტობის კანდიდატებისთვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) –  24 - 25 თებერვალი;

გასაუბრების/  სპეციალობაში გამოცდის შედეგების  გასაჩივრება/ აპელაციის შედეგების გამოცხადება -  26 თებერვალი. ”


2.  ბრძანების დაინტერესებული პირისთვის  გადაცემა დაევალოს თსუ  კანცელარიას;
3.  ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს;
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია